ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2024 წლის საუკეთესო მწვრთნელების ტოპ ათეული შეადგინა.
ჩვენდა სასიხარულო სიაში საქართველოს ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლიც მოხვდა.
ფრანგმა სპეცაილისტმა მე-9 ადგილი დაიკავა.
ვილიმ გასულ 2 უდიდეს წარმატებას მიაღწია.
სანიოლი ჯერ საქართველოსთან ერთად ევრო 2024-ზე კვალიფიცირდა, შემდეგ კი ურთულესი ჯგუფიდანაც მოახერხა გასვლა. 1/8-ფინალში კი ესპანეთთან დასანანი მარცხი ვიწვნიეთ.
როგორც ჩანს, ფრანგს ეს მიღწევა არამარტო ქართველებმა, არამედ უცხოელებმაც დაუფასეს.
აქვე გეტყვით, რომ საუკეთესო მწვრთნელად ესპანეთის თავკაცი, ლუის დე ლა ფუენტე დასახელდა.