წაკითხვა: 1
საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, იუმორისტ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ერთ-ერთი დაკავებული ონისე ცხადაძე მოსამართლეს ჰპირდებოდა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებდა, არაფერს არ შეუშლიდა ხელს და ითხოვდა მისთვის გირაოს შეფარდებას, თუმცა, მოსამართლემ ყველას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლოს შენობასთან დაკავებულების ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილები, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებენ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს