პოლიციამ სისხლისსამართლებრივი ბრალდებით თბილისში დააკავა საპროტესტო აქციების კიდევ ერთი მონაწილე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს, 5 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ ს.ჯ.-ს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.
გამოძიების თანახმად, „ბრალდებული, რომელიც დანით იყო შეიარაღებული, 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით თავს დაესხა”.
დაკავებულს შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
შსს-ს თანახმად, საპროტესტო აქციების დაწყებიდან, 28 ნოემბრიდან სისხლისსამართლებრივი ბრალდებით დაკავებულია სულ 15 პირი.