11 თვის საბა ჩოფლიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება – ბავშვს დაუდგინდა საყლაპავი ვენების ვარიკოზი, რაც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.
საბა ჩოფლიანის შესახებ ინფორმაციას და ქველმოქმედებაში ჩართვის მსურველებისთვის შესაბამის საბანკო ანგარიშების ნომრებს „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს:
“გთხოვთ, გადავარჩინოთ. 11 თვის საბა ჩოფლიანს დაუდგინდა საყლაპავი ვენების ვარიკოზი მეორე ხარისხი. ბავშვს საყლაპავში უგროვდება სისხლი, სასწრაფოდ საოპერაციოა და საჭიროებს თურქეთში გადაყვანას, აქ ხელს ვერ კიდებენ.
ანგარიშის ნომრები:
#GE86BG0000000162097611 საქართველოს ბანკი – დავით ჩოფლიანი (მამა).
#GE12TB7358645064300033 თიბისი ბანკი – დავით ჩოფლიანი.
+34614133518 “, – აღნიშნულია „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.