როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის “რეალი” კვლავ ცდილობს, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე ძლიერი და საიმედო ფეხბურთეები დაიმატოს.
ამჯერად, ესპანური გრანდი “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველით, დიოგუ დალოთით, დაინტერესდა.
როგორც ავტორიტეტული გამოცემა Relevo წერს, “რეალის” ხელმძღვანელობა პორტუგალიელ მარჯვენა მცველს მომავალი სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილავს.
კლუბი გეგმავს დაცვის ხაზის გაძლიერებას, და დალო მათი სტრატეგიული ხედვისთვის იდეალურ კანდიდატად მიიჩნევა