პრეზიდენტი: ძალადობისა და რეპრესიის მე-6 დღე, აქციის მონაწილეები "ოცნების" "ომონის" ძალებმა სასტიკად დაარბიეს

2 weeks ago 11

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლას ეხმაურება.

"ძალადობისა და რეპრესიის მე-6 დღე", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე. მან სპეცრაზმელებს "ქართული ოცნების" "ომონი" უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია არაპროპორციულ ძალას იყენებს.

"მშვიდობიანი პროევროპული აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" "ომონის" ძალებმა სასტიკად დაარბიეს. ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენება არაპროპორციულად. არის მასობრივი დაპატიმრებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები", - წერს ზურაბიშვილი.

სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების დაშლა უკვე ერთი საათია, დაიწყო.

პოლიცია, დაახლოებით, 23:24 საათზე, წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანების თანხლებით დაიძრა თავისუფლების მოედნიდან და პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეები, წინა დღეების მსგავსად, კვლავ "თბილისი მერიოტის" მიმართულებით გადაიყვანა. შედეგად, პარლამენტისა და ცისფერი გალერეის წინ არსებული ტერიტორია სრულად დაიკავა პოლიციამ.

სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, დაახლოებით, 23:32 საათზე გამოიყენა, პერიოდულად, ისვრიან გაზის კაფსულებსაც. მიუხედავად ათასობით მომიტინგე რუსთაველის გამზირზე რჩება და პროტესტს აგრძელებს.

სრულად წაკითხვა