საქართველოს ელჩმა აშშ-ში თანამდებობა დატოვა

3 weeks ago 15
დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი აშშ-ში. ფოტო: დავით ზალკალიანის ფეისბუქის გვერდი

ირაკლი კობახიძემ 1 დეკემბერს დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ზალკალიანი გადადგა. ზალკალიანი იყო „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი 2018 წლიდან 2022 წლამდე. კობახიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ზალკალიანს, რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა მხრიდან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ იყო.

კობახიძემ ასევე გააკეთა კომენტარი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ ჯანჯალია „ქართული ოცნების“ ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაათავისუფლა.

ელჩებმა შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და ბულგარეთში, ასევე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიაში დატოვეს თანამდებობები მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აჩერებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა