,, საქართველოს მთავრობის მტკიცებები, არ შეესაბამება სინამდვილეს“ – ესპანეთი კობახიძეს ტყუილში ამხელს

4 days ago 5

რუმინეთის და იტალიის შემდეგ ირაკლი კობახიძე ტყუილში ესპანეთმაც ამხილა. მათი თქმით, საქართველოს მთავრობის მტკიცებები, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

საქართველოს მთავრობის მტკიცებები, თითქოს ესპანეთმა გუშინდელ საგარეო საქმეთა საბჭოში გარკვეული პოზიცია დაიკავა, არ შეესაბამება სინამდვილეს. მინისტრ ალბარესის განცხადებები ამ მხრივ ცალსახა იყო. ესპანეთმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობასთან ერთად, მხარი დაუჭირა სანქციების მიღებას და ცალსახად დაგმო მოქალაქეთა მანიფესტაციების ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩახშობა. გარდა ამისა, გამოვხატეთ სინანული, რომ საქართველო ევროპულ გზას ტოვებს, და გავიმეორეთ, რომ ევროკავშირის კარები ღია იქნება საქართველოსთვის, თუ მისი მთავრობა უკან წაიღებს ბოლო თვეების გადაწყვეტილებებს. ასევე, ესპანეთმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ამ სამშაბათს CAG-ის მიერ მიღებულ გაფართოების შესახებ დასკვნებს და გამოხატა სერიოზული შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართულებით”, – ამბობენ ესპანეთის საგარეო უწყებაში.

ირაკლი კობახიძემ 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს.

სრულად წაკითხვა