WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

18

ბარ­სე­ლო­ნი­დან პო­ლო­ნე­თის ქა­ლაქ მოდ­ლი­ნის­კენ მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს 29 წლის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვა. მას არას­რულ­წლო­ვან მგზავრზე სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბას ედა­ვე­ბი­ან. სა­სა­მარ­თლომ მას სამ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

პო­ლო­ნუ­რი გა­მო­ცე­მა RMF24-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვა 30 ოქ­ტომ­ბერს, ეს­პა­ნე­თი­დან ვარ­შა­ვის, მოდ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტის­კენ მი­მა­ვალ თვითმფრი­ნავ­ში მოხ­და.

თვითმფრი­ნა­ვის ეკი­პაჟ­მა პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა გვერ­დით მჯდომ არას­რულ­წლო­ვან გო­გო­ნას სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის შე­ხე­ბა და­უ­წყო. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლო­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე არას­რულ­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობ­და.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ფრე­ნის დროს გო­გო­ნას გვერ­დით მჯდომ­მა 29 წლის მა­მა­კაც­მა არას­რულ­წლოვ­ნის შე­ვიწ­რო­ე­ბა სცა­და. 16 წლის გო­გო­ნამ ყვი­რი­ლი და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც დე­დამ ბორ­ტის პერ­სო­ნალს მი­მარ­თა. ეკი­პა­ჟი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ე­რია, მა­მა­კა­ცი გო­გო­ნას­გან გა­ნა­რი­და და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სა­ჰა­ე­რო მოძ­რა­ო­ბის კონ­ტრო­ლის სამ­სა­ხურს აც­ნო­ბა.

თვითმფრი­ნა­ვის მოდ­ლი­ნის აე­რო­პორ­ტში დაშ­ვე­ბის­თა­ნა­ვე ბორტზე სა­სა­ზღვრო დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ავიდ­ნენ და მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ფხი­ზე­ლი იყო. მა­მა­კა­ცი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს.

რო­გორც ნოვი-დვურ-მა­ზო­ვეც­კის პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კა­ტა­ჟი­ნა ტრემ­ბინ­სკამ გა­ნა­ცხა­და, მა­მა­კაცს არას­რულ­წლოვ­ნის მო­ტყუ­ე­ბით სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა­ზე და­ყო­ლი­ე­ბას ედა­ვე­ბი­ან. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, მან მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ეფექ­ტით ისარ­გებ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გო­გო­ნას თან­ხმო­ბა არ ჰქონ­და.

წარ­დგე­ნი­ლი ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბულ მა­მა­კაცს 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.