საქართველოს პრეზიდენტი პარიზში ზელენსკის შეხვდა

2 weeks ago 7

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში შეხვდა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად.

სალომე ზურაბიშვილმა X-ის გაავრცელა ტექსტი, რომელშიც მადლობას უხდის უკრაინის პრეზიდენტს, საქართველოს ხალხისთვის მისი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

“ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ევროპული მომავალისთვის ბრძოლა გაიმარჯვებს, სხვა ალტერნატივა არ არის" - წელს სალომე ზურაბიშვილი.

ზელენსკი პარიზში 7 დეკემბერს პირისპირ შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს, ასევე მასპინძელს, პრეზიდენტის ემანუელ მაკრონს და სხვა ქვეყნების ლიდერებს.

2019 წლის ხანძრის შედეგად ძლიერ დაზიანებულ ტაძარი, პარიზის და საფრანგეთის სიმბოლო - პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი რესტავრაციის შემდეგ კვლავ იხსნება.

საზეიმო ცერემონიაზე, რომელიც 7 დეკემბერს საღამოს იმართება, მსოფლიოს 30 სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენელი ჩადის, მათ შორის არიან ბრიტანეთის პრინცი, უილიამი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ელონ მასკი და სხვები.

სრულად წაკითხვა