მერაბ ბაზაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს კიდევ 4 წლის ვადით დაიკავებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობის წევრებმა ერთხმად მიიღეს.
ყრილობაზე მერაბ ბაზაძემ გასული 4 წელი შეაჯამა, ისაუბრა იმ წარმატებებსა და მიღწევებზე, რასაც ფედერაციამ თუ მოფარიკავეებმა, მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიაღწიეს. სხდომაზე ასევე, განიხილეს მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა. საუბარი შეეხო ორ უმნიშვნელოვანეს სპორტულ ღონისძიებას, საქართველოში 2025 წელს ჩასატარებელ მსოფლიო ჩემპიონატს სენიორებს შორის და 2026 წლის ვეტერანების მსოფლიო ჩემპიონატს.
სხდომაზე ასევე აირჩიეს, ვიცე პრეზიდენტები: ზაზა მჭედლიძე, ვარლამ ჯაში.
გენერალური მდივანი ნინო ჯერენაშვილი.
გამგეობის წევრები: მერაბ ბაზაძე, ზაზა მჭედლიძე, როსტომ აბაშიძე, მალხაზ ძნელაძე, თათია აფციაური, სერგი ხატიაშვილი, ქრისტინა გორდეზიანი.
- ვიგებთ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან.