საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე ითამაშეს.

2 weeks ago 13

საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებმა დუბაის საერთაშორისო წვეულთა ტურნირზე ითამაშეს.

განვითარებადი 7-კაცა მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიისთვის ემზადება და დუბაიში 6 თამაში გამართა. ჯგუფურ ეტაპზე ის Scimitar Storm-სთან 5:28 დამარცხდა, ყაზახურ ‘აქტაუს’ 75:0 მოუგო, ხოლო ფრანგულ ‘ბიარიცთან’ 17:22 დამარცხდა.

ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ჩვენი 7-კაცა კვლავ Scimitar Storm-ს შეხვდა და ამჯერად 10 ქულა დათმო (12:22), მერე საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გუნდს 22:12 სძლია, ბოლო შეხვედრა კი ‘ფროგთან’ 7:40 დათმო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება ჩვენი 7-ქალა, რომელმაც დუბაიში ძლიერ მეტოქეებთან 4 თამაში გამართა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი დათმო, უდიდესი გამოცდილება შეიძინა. ჯაბა მალაღურაძის შეგირდები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს (0:38), ირლანდიის მეორე ნაკრებს (0:46), საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ნაკრებს (0:26) და ბელგიის ნაკრებს (0:22) ეთამაშნენ.

RUGBY.GE

სრულად წაკითხვა