საქართველო - კოსოვო | მეინ რაუნდის პირველი მატჩი თბილისში

1 week ago 3

13 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისი არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებული მატჩის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი ღავთაძემ და ნიკა ხარატიშვილმა ისაუბრეს.

მოვიდა ის დრო, რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით და 8 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. ვფიქრობ, გუნდი მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ყველა პირობა გვქონდა, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ.


დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ქართულ ფუტსალს და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შეგვიძლია მეტოქის დამარცხება.

- მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი.

სრულად წაკითხვა