WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.4%-ით  განისაზღვრა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია,   სამთომოპოვებითი მრეწველობა, ვაჭრობა,  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების  სექტორებში.

ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) 2026 წლის ზრდის პროგნოზი 6,5%-დან 7,2%-მდე გაზარდა, ხოლო 2027 წლისთვის ზრდის შენელებას 5,7%-მდე ვარაუდობს.

This post is also available in: English