საჭირო ხდება წინააღმდეგობის თვისობრიობის განვითარება და სტრატეგიული დანამატები – გამზარდია

2 weeks ago 7

3

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:

სამეცნიერო კონტექსტით, მიმდინარე ეტაპი საქართველოში არის უკვე ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი, რისკენაც ხშირად მიილტვის ავტორიტარი და საყოველთაოობის მანიის ლტოლვით უკვე ტოტალიტარად გვევლინება.

ამის წინაპირობები იყო სწორედ ის კანონები, რაც ცოტა ხნის წინ მიიღო “ქართულმა ოცნებამ”, ე.წ. აგენტურის და ე.წ. ოჯახური ღირებულებების კანონები. ამით საყოველთაო კონტროლის იურიდიული ძალაუფლება შექმნა, სადაც ტოტალიტარს შეუძლია უკვე აკონტროლოს და ჩაერიოს:

* ნებისმიერი ორგანიზაციის, სამოქალაქო იქნება თუ მედია.

* ნებისმიერი თვითგამოხატვის.

* ნებისმიერი ინდივიდუალური სამოქალაქო უფლების და ა.შ. საქმიანობაში.

მიმდინარე პერიოდში, ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი გადავიდა:

* სამოქალაქო არჩევანის უგულებელყოფის.

* მასობრივი დაშინების.

* სამოქალაქო ტერორის მიმართულებით.

* პირდაპირი პოლიტიკური დევნა.

* საპოლიციო და ძალოვანი სტრუქტურების მ,ოქმედების სტილისტიკაც – მოქალაქეთა ცემა ძალოვანი ჯგუფების მიერ, დაკავების პროცესში გამოჩენილი სახელისუფლებო ძალადობა მაშინაც კი, როდესაც ამის საჭიროება არ არის.

ტოტალიტარიზმის დამკვიდრების პროცესი არ ჩერდება. მიუხედავად აქტიური სამოქალაქო წინააღმდეგობისა, შედეგობრივად, პროტესტი მხოლოდ თვითშენარჩუნების რეჟიმშია და სტრატეგიულ წინსვლას ვერ ახერხებს, ხოლო ტოტალიტარული ძალაუფლება უფრო მკვიდრდება და აგრესიულდება.

შესაბამისად, საჭირო ხდება წინააღმდეგობის თვისობრიობის განვითარება და სტრატეგიული დანამატები, სხვა შემთხვევაში ტოტალიტარიზმი მორიგ ეტაპზე გადავა და კიდევ უფრო ყოვლისმომცველი გახდება.

სრულად წაკითხვა