ქართველი მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, რომ ფული, რომელსაც ხელფასად იღებს ქრთამი არაა და მადლობას მხოლოდ ხალხს გადაუხდის, რომლის გადასახადებით ივსება ბიუჯეტი და ზუსტად მათი დამსახურებაა ყველაფერი.
"ამ ქოცებს იქნებ გააგებინოს ვინმემ, რომ სახელმწიფო თეატრში ხელფასს როცა ვიღებ, ვიღაცისგან მიღებული ქრთამი არაა. ასევე შენობა სახელმწიფომ გაარემონტა. ამიტომ მადლობა თუ ვინმესთვის მეთქმის პირადად მე, ხალხია, მათი გადასახადებით ივსება ბიუჯეტი და ზუსტად მათი დამსახურებაა ყველაფერი. სახელმწიფოს ბიუჯეტი, საკუთარი პირადი ფული თუ ჰგონიათ, ეს უკვე ნამდვილად კორუპცია და დანაშაულია და მოდი ამაზე ვისაუბროთ!" - წერს ნანკა სოციალურ ქსელში.