სახელმწიფო დეპარტამენტმა კალაძისა და გომელაურის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების გამოცხადებით უნდა დაიწყოს - ჰელსინკის კომისია

2 weeks ago 12

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო ვილსონი განცხადებით ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების, აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დარბევას.

ჯო ვილსონი სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, პერსონალური სანქციები დაუწესოს თბილისის მერს, კახა კალაძეს, შსს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და ყველა იმ პირს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აქციის ძალადობრივად დაშლაში.

"საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებამ დემოკრატიაზე ყოველგვარი პრეტენზია ჩამოიშორა და ახლა დაიწყო უდანაშაულო აქტივისტებისა და ოპოზიციის მშვიდობიანი წევრების სახლებში და ოფისებში დაკავება. არ შეცდეთ: "ქართული ოცნება" კრემლის სტილის დიქტატორულ ტაქტიკას იყენებს.

აშშ-ის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს ის პირები, რომლებიც მონაწილეობენ უდანაშაულო ქართველების მიმართ ძალადობასა და სისასტიკეში. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედებთ, ქართული ოცნება გააძლიერებს ძალადობისა და სისასტიკის კამპანიას იმ დონემდე, რაც ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში არ გვინახავს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს პერსონალური სანქციების გამოცხადებით თბილისის მერის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყველა სხვა ოფიციალური პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დარბევის ორგანიზებაში. მოვუწოდებ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ", - ვკითხულობთ ჯო ვილსონის განცხადებაში.

სრულად წაკითხვა