სახელმწიფო მედია: რუსი გენერლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის ადგილზე მიიყვანეს

2 days ago 3

ხუთშაბათს რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაღალი რანგის რუს გენერალ იგორ კირილოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოსკოვში დანაშაულის ადგილზე მიიყვანეს.

გენერალ ლეიტენანტი იგორ კირილოვი, რომელიც რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის ჯარების სარდალი იყო, თავისი საცხოვრებელი კორპუსის შესსასვლელთან მის თანაშემწესთან ერთად დაიღუპა, როდესაც ელექტრო სკუტერზე დამაგრებული ბომბი აფეთქდა.

გამოცემა “იზვესტიამ” აჩვენა ხელბორკილიანი მამაკაცი, რომელიც პოლიციელების თანხლებით მოსკოვის ქუჩაში გადაადგილდებოდა.

ოთხშაბათს რუსეთმა განაცხადა, რომ დააკავა უზბეკი მამაკაცი რომელმაც აღიარა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინსტრუქციით ჩადო და ააფეთქა ბომბი, რომელმაც კირილოვი მოსკოვში მოკლა.

სრულად წაკითხვა