სახლის ჩხეკის შემდეგ დააკავეს 19 წლის სტუდენტი ირაკლი მიმინოშვილი, რომელიც კურიერად მუშაობს

2 weeks ago 17

თბილისში, 4 დეკემბერს საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ დააკავეს 19 წლის სტუდენტი, რომელიც კურიერად მუშაობდა. ირაკლი მიმინოშვილი პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არ არის არც ერთი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, არ არის აფილირებული არც ერთ აქტივისტურ გაერთიანებასთან.

როგორც რადიო თავისუფლებას ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები უყვებიან, პოლიცია ახალგაზრდა კაცის სახლში ჩხრეკისთვის შუადღისას, დაახლოებით 2 საათისთვის შევიდა - ამ დროს სახლში მხოლოდ ირაკლი და მისი და იმყოფებოდნენ. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ადვოკატის გარეშე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და წვრილმანი ტექნიკა.

ირაკლი მიმინოშვილის დაკავებაში მონაწოლე ადამიანების უმეტესობა სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი

ირაკლი მიმინოშვილის დაკავებაში მონაწოლე ადამიანების უმეტესობა სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი

გამოძიებას მას სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლის, 225-ე და 239-ე მუხლების დარღვევას ედავება.

225-ე მუხლი: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა) - ისჯება პატიმრობით 4-დან 6 წლამდე;

239-ე მუხლი: ხულიგნობა ( ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ითვალისწინებს პატიმრობას 1 წლამდე, ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე)

ირაკლი მიმინოშვილი დაკავების შემდეგ ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი, სადაც უკვე მოინახულა ადვოკატმა. როდის წარუდგენენ მას ბრალს და გაიმართება პირველი სასამართლო პროცესი, ჯერ უცნობია.

რადიო თავისუფლებას ირაკლის ოჯახის ახლობლები უყვებიან რომ ავტომობილი, რომლითად ის დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის სამმართველოში, წინა ორი დღის განმავლობაშიც არაერთხელ შენიშნეს მის სახლთან, რაც აფიქრებინებთ რომ ის დაკავებამდე თვალთვალის სამიზნე იყო.

მას შემდეგ რაც თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში პროევროპული აქციები დაიწყო, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია სამასამდე მოქალაქე, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით 7.

გარდა აქციებზე დემონსტრანტების დაკავებისა, 4 დეკემბერს პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა აქტივისტების და მოქალაქეების სახლებში, პოლიტიკური პარტიების ოფისებში. ჩხრეკისთვის მისული პოლიციელების ნაწილი მოქალაქეებს არ უხსნიდა ჩხრეკის მიზეზს და თავს გაზის კომპანიის წარმომადგენლად აცნობდა.

სრულად წაკითხვა