სენატში მსჯელობენ მაგნიტსკის აქტზე – დეტალები სენატიდან

2 weeks ago 7

ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიმდინარე განხილვაზე წერს – “ფორმულას” კორესპოდენტის თქმით, მაგნისტკის აქტზე მსჯელობენ, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება.

“ამ წუთებში, ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მსჯელობენ გლობალური მაგნიტსკის აქტზე. მოსმენა 5 წუთის წინ დაიწყო და უკვე 3-ჯერ ითქვა საქართველოს “ხელისუფლების” წევრების წინააღმდეგ, სანქციების გაფართოების შესახებ. მოსმენას წინ უძღოდა პრეზიდენტ ზურაბიშვილის ზარი სენატორებთან”, – წერს დევდარიანი Facebook-ზე.

ამასთან, The Hill-ის ჟურნალისტი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს.

ლორა კელი, რომელიც საგარეო საკითხების გაშუქებაზე მუშაობს, წერს, რინ ჯინ შაჰინმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

სენატორმა შაჰინმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ქართველ მომიტინგეებს მიმართა: “ჩვენ არ ვაპირებთ მოთმენას, და უმოქმედოთ დარჩენას, ადამიანის უფლებების დარღვევას, რომელიც ხდება საქართველოში. იმედი მაქვს, რომ პრემიერმინისტრი და მმართველი პარტია [ქართული ოცნება] ამ გზავნილს გაიგებენ”, – წერს კელი.

სრულად წაკითხვა