სექსუალური ძალადობის საქმე დაიხურა - მბაპე სასამართლოსგან თავისუფალია

1 week ago 2

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შვედეთის პოლიცია სექსუალური ძალადობის საქმეს იძიებდა, სადაც ეჭვმიტანილი კილიან მბაპე გახლდათ.

სკანდინავიელმა სამართალდამცველებმა ის სასტუმრო გაჩხრიკეს, სადაც თავად ფრანგი ფეხბურთელი იმყოფებოდა, თუმცა განსაკუთრებული ვერაფერი მონახეს.

ახლა დაიწერა, რომ საქმე ოფიციალურად არის დახურული და მბაპესაც სასამართლოში გამოცხადება აღარ მოუწევს, რადგან საქმეში საჭირო რაოდენობის სამხილები არ მოიძებნა.

მედიის გარკვეული ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს დადგმული პროვოკაცია და ფულის გამოძალვის მცდელობა იყო.

სრულად წაკითხვა