28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ “ქართული ოცნება” ევროინტეგრაციას 4 წლით აჩერებდა, საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა მოჰყვა, რასაც ხელისუფლებამ ძალადობრივი დარბევებითა და დემონსტრანტების, ცემით, დასახიჩრებითა და დაკავებებით უპასუხა.
საპროტესტო აქციებში აქტიურად არიან ჩართულები ხელოვანები, მათ შორის მუსიკოსები, რომლებიც არა მხოლოდ აქციებზე დადიან, არამედ სიმღერებსაც ქმნიან. ამ კუთხით განსაკუთრებით რეპერები აქტიურობენ. გთავაზობთ რამდენიმე ასეთ მუსიკალურ ნაწარმოებს.
გაფრთხილება – მათი ნაწილი შეიცავს არანორმატიულ ლექსიკასაც
Sophie Villy – MJERA / მჯერა
იმიტომ, რომ მჯერა… ისე როგორც არასდროს! მადლობა თითოეულს, ვინც არ ნებდება! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! არ დავთმობთ ამ ქვეყანას! ეს ქვეყანა ჩვენია!
Tamada – Brdzolas Me Ver Gadamachvev
ვერ ვიქნები ყურმოჭრილი, ვერ მძლევს კაცი მე მორჩილი, როგორც ქვევრი თავმოხდილი, მეც მასე ვარ გამოზრდილი.
Kordz -Anti “GeorgianDream” Anthem
MOSKA x KAMI x PINO – Freedom (თავისუფლება TOVLY და MVYKL-ს)
SKYRESS X XTC – GLORY