სირიაში ასადების 50-წლიანი მმართველობა დასრულდა, ამბოხებულები ზეიმობენ

1 week ago 4

8 დეკემბერს, სირიაში ბაშარ ალ ასადის ხელისუფლება დაემხო. ამბოხებულთა შეიარაღებული ჯგუფები ქვეყნის დედაქალაქ დამასკოს აკონტროლებენ.

ამ წუთებში, ოპოზიციის ათასობით მომხრეა დამასკოს ქუჩებში გამოსული და გამარჯვებას ზეიმობს. სირიაში ასადების ოჯახის 50-წლიანი მმართველობა ოფიციალურად დასრულდა.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში ადამიანთა ჯგუფის ვიდეო განცხადება გაუშვა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი ჩამოგდებულია და ყველა პატიმარი გათავისუფლებულია. განცხადების მიხედვით, გაიმარჯვა ოპოზიციურმა ჯგუფმა, სახელად "დამასკოს აღების ოპერატიული ოთახი". ჯგუფმა ყველა მეამბოხეს და მოქალაქეს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გადაარჩინონ „თავისუფალი სირიის სახელმწიფოს“ ინსტიტუტები.

სირიის ომის დამოუკიდებელი დამკვირვებლები აცხადებენ, რომ ოპიზიციური ჯგუფების საბრძოლო იერიშების წარმატებით დასრულების შემდეგ, ბაშარ ალ ასადმა ქვეყანა დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი, რომლის მმართველობამაც სირია თითქმის 14-წლიან, დაუსრულებელ სამოქალაქო ომამადე მიიყვანა, 23-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი კი დევნილად აქცია.

სრულად წაკითხვა