"სირცხვილია, პასიც კი არ მიიღოთ მისგან" - კრიტიკა ოთარ კაკაბაძეს

2 weeks ago 11

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კაკაბაძის თქმით, ახლა ქვეყანაში ქაოსია და ოთარი იმედოვნებს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.

მის კომენტარს ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორი, გია ჭანტურია, რომელიც ფეხბურთელს მწვავედ აკრიტიკებს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ოთარ კაკაბაძემ გააკეთა განცხადება, რომელიც იყო ამაზრზენი. მან თქვა, რომ ჩამოსვლა უნდა და იმედია, ეს ყველაფერი მალე დამთავრდებაო. ფაქტობრივად, მან მოუწოდა "ქართულ ოცნებას" რომ დროზე, ყველა დაიჭირეთ ვინც დასაჭერია, ცემეთ პატარა ბიჭები და გოგოები იმიტომ, რომ მე ჩამოსვლა მინდაო. მე მგონია, სირცხვილია, რომ "პასიც" მიიღოთ მაგათგან.


მივმართავ, საქართველოს ნაკრების წევრებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს დააფიქსირეს თავისი პოზიცია, ხანდახან დგება მომენტი, როდესაც შეიძლება შენი გადასაწყვეტი იყოს შენი ქვეყნის ბედი. ერთობლივად რომ დამდგარიყავით, ის, როგორც ჩვენ დავუდექით კაპიტან კაშიას ერთ მშვენიერ დღეს, რომელმაც, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დაივიწყა, ასე თქვენმა ერთად დადგომამ შეიძლება ეს ქვეყანა გადაარჩინოს.

- ამბობს გია ჭანტურია.

სრულად წაკითხვა