"სისხლით ქართველი ვარ, რომელსაც რუსეთი უყვარს" - ირაკლი კვეკვესკირის კომენტარი

2 weeks ago 7

რუსული "ფაკელის" 34 წლის ნახევარმცველმა, ირაკლი კვეკვესკირმა რუსულ მედიას ინტერვიუ მისცა სადაც საქართველოზეც ისაუბრა.

"სისხლით ქართველი ვარ, რუსეთმა კი, ყველაფერი მომცა. რუსი ცოლი მყავს, მეგობრები, ჩემი შვილები აქ დაიბადნენ, აქ ვმუშაობ. ახლა კრიტიკა მოდაშია, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ. მე ქართველი ვარ, რომელსაც რუსეთი და რუსი ხალხი უყვარს. ამ ქვეყანაზე ცუდს არასდროს ვიტყვი, რადგან ვთვლი, არ არსებობს ცუდი ერი, არსებობენ ცუდი ადამიანები.

ძალიან მწყდება გული, რომ საქართველოს ნაკრებიდან არასდროს დაურეკავთ.

შესაძლოა ქართველად არც მთვლიან, ეს მათი უფლებაა. მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც რუსეთი უყვარს"

- ამბობს კვეკვესკირი.

ფეხბურთელს კარიერის გარკვეული პერიოდი საქართველოშიც აქვს გატარებული, ჯერ "დინამო ბათუმის", შემდეგ ლანჩხუთის "გურიის" რიგებში გამოდიოდა.

სრულად წაკითხვა