სიტის კრიზისი გრძელდება - პეპის გუნდი ენფილდზეც დაეცა

2 weeks ago 14

პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის კრიზისი გრძელდება. ამჯერად, ესპანელი მწვრთნელის გუნდმა ლივერპულთან წააგო.

შეხვედრა სქაუზერების სახლში, ენფილდზე გაიმართა და მასპინძელმა გუნდმა მატჩი სოლიდური სხვაობით მოიგო, 2:0.

პირველი გოლი მოჰამედ სალაჰის ჩინებული პასის შემდეგ კოდი გაკპომ გაიტანა, მეორე კი თავად ეგვიპტელმა ფარაონმა პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. რაც შეეხება სიტის, მათ რეალური საგოლე მომენტი მატჩის ბოლოსკენ მხოლოდ იმიტომ შეექმნათ, რომ ვირჯილ ვან დაიკმა დაცვაში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, თუმცა დე ბრუინმა შეცდომით ვერ ისარგებლა და შეხვედრაც არ დაძაბულა.

ლივერპული ახლა პრემიერ ლიგის პირველ ადგილს 34 ქულით იკავებს და მეორეადგილოსან არსენალს 9 ქულით უსწრებს.

სრულად წაკითხვა