“სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან, მათ ურიგებენ “ამფეტამინს“ თუ არ ვიცი, სხვა ნივთიერებებს, რაც გამძლეობას განაპირობებს” – პრეზიდენტი

2 weeks ago 10

“ეს არის მთე­ლი ქვეყ­ნის აჯან­ყე­ბა, ასე­თი მას­შტა­ბუ­რი აჯან­ყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დიდ­სა თუ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში აქამ­დე არ მი­ნა­ხავს და არც მსმე­ნია”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა France Inter-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის “რუ­სე­თის დახ­მა­რე­ბით და რუ­სუ­ლი სის­ტე­მით ოს­ტა­ტუ­რად მო­ი­პა­რეს“.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად რუ­სუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.
“დღეს ჩვენ მოწ­მე ვართ რუ­სუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბის, რო­მე­ლიც ტარ­დე­ბა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ძა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და რომ­ლე­ბიც აშ­კა­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს მათი ბრუ­ტა­ლუ­რო­ბა.

მათ ური­გე­ბენ “ამ­ფე­ტა­მინს“ თუ არ ვიცი რა­ი­მე სხვა ნივ­თი­ე­რე­ბებს, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს გამ­ძლე­ო­ბას, იმი­ტომ, რომ უკვე მე­ხუ­თე ღა­მეა ეს გრძელ­დე­ბა. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბიც ძა­ლი­ან გამ­ძლე­ე­ბი არი­ან და უნდა იყ­ვნენ, რათა გა­უძ­ლონ ბრუ­ტა­ლუ­რო­ბის ამ ხა­რისხს,“ – გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სრულად წაკითხვა