“სპეცრაზმი მოგვყვებოდა, 2 წუთით შევეფარეთ და დარეკეს, გადითო” – რა მოხდა “აგროჰაბში”?

2 weeks ago 6

სოციალურ ქსელში, ჯგუფში, დაიტოვე,  გიორგი რუსიშვილი, წერს::

ეს დამიდასტურეთ აუცილებლად, ანუ სანაპიროზე გამოვედით ჩამოვიპარეთ და უკვე საპატრულოს მანქანებმა რომ დაგვიწყეს გარშემო ტრიალი აგროჰაბში შევიპარეთ ვიმალებოდით არავის პრობლემა არ ჰქონდა და ცოტახანში დაცვა მოდის და ძალიან მკრიდებით და ბოდიშებით გვეუბნება დარეკეს თუ არაფერს ყიდულობენ გავიდნენო და გარეთ წინ სავსე იყო შესასვლელი და ვიდექით ეგრე გარეთ როცა უკან სპეცრაზმი მოგვყვებოდა 2 წუთით შეფარებაზეც კი დარეკეს გავიდნენო
ანუ უბრალოდ გულდასაწყვეტია და რავიცი ანუ მითუმეტეს არაფერს არ ვაშავებდით ტაქსის გამკძახებას ვცდილობდით

“ალია” კომენტარისთვის დაუკავშირდა აგროჰაბს, ვფიქრობდით, რომ შესაძლოა შეცდომა მოხდა, ან გაუგებრობა, გადავუგზავნეთ მოქალაქის წერილიც, თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა, არ გვიპასუხა.

სრულად წაკითხვა