სროლა სოხუმში: დე ფაქტო პარლამენტის ერთი დეპუტატი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

3 days ago 4

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა იყო. მოკლეს დეპუტატი ვახტანგ გოლანძია, დაიჭრა ოპოზიციონერი კან კვარჩია.

ტელეგრამ-არხი AMRA-life წერს, რომ პარლამენტში მაინინგის შესახებ კანონპროექტი განიხილებოდა.

„შეხვედრისას ადგურ ხარაზია და კან კვარჩია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ადგურმა იარაღი ამოიღო და (კანს) ესროლა. გარდაცვლილი ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა“, - წერს გამოცემა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. წინასწარი მონაცემებით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

სრულად წაკითხვა