4
ირინა სარიშვილი შვილის, ლუკა სარიშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
,,მდგომარეობა ასეთია:
ზაჰესიდან დაკავებულებით სავსე მიკროავტობუსები მიემართებიან საქალაქო სასამართლოსკენ. არავინ იცის ვინ ზის ავტობუსებში. 18.00-ზე დაიხურა საინფორმაციო სამსახური. ადვოკატები და დაკავებულების გულშემატკივრები ელოდებიან პროცესების დაწყებას სასამართლოსთან და ეს შეიძლება დილამდე გაგრძელდეს. პარალელურად გრძელდება ადმინისტრაციულის სისხლზე გადატანა. ამ წუთის მონაცემებით არ ვიცით ლუკას დაუტოვებენ ადმინისტრაციულ მუხლს თუ გადაუტანენ სისხლზე.
სრული განუკითხაობაა!”
თეგები: ირინა სარიშვილი