სუპერჩაკვე - გიორგის ვესტ ბრომთან მაგარი თამაში ჰქონდა

6 days ago 8

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა ინგლისის მეორე ლიგაში ვესტ ბრომვიჩს უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა 2:1 იმარჯვა.

ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი 21-ე ტურის შეხვედრაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, 90 წუთი ითამაშა და მოედანზე მყოფებში მეორე საუკეთესო შეფასება, 7.9 ქულა მიიღო.

უოტფორდმა მოწინააღმდეგე გუნდი კოტდივუარელი თავდამსხმელის, ვაკუნ ბაიოს დუბლით დაამარცხა და 21 ტურის გასვლის შემდეგ ჩემპიონშიფში მე-7 პოზიციაზეა, მაგრამ თამაში მარაგში აქვს და ხუთეულში გადასვლა შეუძლია.

სრულად წაკითხვა