“სცემეს საშინლად – ბინის მესაკუთრე აიძულეს და სახლიდან გამოაგდო” – ხატია დეკანოიძე

1 week ago 4

7

პოლიტიკოსი, ხატია დეკანოიძე:

გახსოვთ ალბათ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე დააკავეს აქციაზე და იმედმა მთელი პროპაგანდა ააგო. რუსულ სტილში დეზინფორმაციას ავრცელებდა თითქოს ინგლისის მოქალაქე პარლამენტში შევარდნას ცდილობდა.

მოკლედ, დღეს გამოუშვა სასამართლომ.

რაშია საქმე: ეს კაცი თავისუფლების მოედანზე ცხოვრობდა და ბარიდან სახლში მიდიოდა, როცა დაიჭირეს.

არაფერი საერთო აქვს პროტესტთან ან პოლიტიკასთან.

ახლა ბინის მესაკუთრე აიძულეს და სახლიდან გამოაგდო. ხვალ საემიგრაციოშია დაბარებული.

მხოლოდ ბარიდან სახლში მიდიოდა, მოხვდა რუსთაველზე. თან სცემეს საშინლად.

სრულად წაკითხვა