1
სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც პარიზში იმყოფება სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი დაწერა:
„ტერორი საქართველოში: “ქართული ოცნების” სასტიკი რეჟიმი სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – ჟურნალისტების მიმართ სასტიკი ცემა და ძალადობა, რომლებიც უბრალოდ თავიან საქმეს ასრულებენ…
…ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ თქვა სათქმელი. ბრძოლა მომავლისთვის გრძელდება.
ვერც ერთი რეჟიმი ვერ აღუდგება ხალხის ნებას წინ, არ აქვს მნიშვნელობა, რა საშუალებებს გამოიყენებენ. კარგი იქნება, რომ “ქართულმა ოცნებამ” ეს დაიმახსოვროს…
…ტერორი საქართველოში: ამაღამ რუსული რეჟიმი თბილისში სამსახურს დაუბრუნდა: ქუჩაში მისდევენ მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ტერორს გაურბიან, თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, მედიას, ხელოვანებს… ამტვრევენ ოპოზიციის ოფისების კარებს, რათა დაარბიონ და იქ მყოფ პოლიტიკოსებს სასტიკად უსწორდებიან…“