საქართველოში პროტესტის 23-ე დღეა – ამ წუთებში ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობის დაწყებისთვის ემზადებიან.
IT-ი სპეციალისტები მარშით პარლამენტთან გადაინაცვლებენ და “ქართულ ოცნებას” ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.
ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, “2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან”.