ტვ პირველის ჟურნალისტებს “ტიტუშკები” თავს დაესხნენ

2 weeks ago 6

თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს. მათ არაერთი დაზიანება აქვთ მიღებული მათ შორის თავის არეში.


ტვ პირველის ჟურნალისტების ინფორმაციით, თავდამსხმელები იყვნენ მმართველ გუნდის ე.წ. ტიტუშკები, რომლებიც დღეს საღამოს სუს-ში მოაბილიზეს პროევროპული მომიტინგეების ცემის მიზნით. მანამდე რამდენიმე სხვა ადამიანმა თქვა, რომ ეს “ტიტუშკები” გამოეკიდნენ ევროკავშირის დროშის მქონე მომიტინგეებს.

სწორედ მათ გადაღებას ცდილობდა ტვ პირველის ჯგუფი, როდესაც მათ თავს დაესხნენ.

სრულად წაკითხვა