25
„ტვ პირველის“ ყოფილი ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის დაკავების საქმე სტრასბურგის სასამართლოში გადადის. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჟურნალისტის საჩივარი წარმოებაში მიიღო.
საქმე 2025 წლის 22 ნოემბერს, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მამნიაშვილის დაკავებას უკავშირდება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტი იმ დროს პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და დემონსტრანტების დაკავების ამსახველ კადრებს იღებდა.
ადვოკატის განცხადებით, დაკავების შემდეგ მამნიაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილები ედო, დიღმის იზოლატორში კი გააშიშვლეს და ე.წ. ბუქნების გაკეთება აიძულეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 24 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მამნიაშვილი სამართალდამრღვევად ცნო და 3 000 ლარით დააჯარიმა.
ჟურნალისტი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ დაკავებისას პოლიციელებს პრესბარათი აჩვენა და პროფესიული საქმიანობის შესახებ შეატყობინა.
საერთაშიროსო alia.ge