ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება ჯერ კიდევ წლების წინ, ესპანეთის ჩემპიონატში დაიწყო, სადაც ტიტულებით სრული გამარჯვება ესპანელ მწვრთნელს დარჩა.
ახლა, როდესაც პეპი ინგლისში მუშაობს და მან.სიტის გარშემო სასამართლო დავებიც აქტიურად განიხილება, ჟოზემ პეპსა და მის გუნდზე მორიგი პროვოკაციული კომენტარი გააკეთა.
თუ არ შემიძლია, რომ ზედმეტი კითხვების გარეშე მოვიგო, მაშინ მიჯობს, რომ წავაგო, რადგან არ მინდა საქმე 150 სასამართლო შემთხვევასთან მქონდეს.
- თქვა ჟოზემ.
მანჩესტერ სიტის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლო დავები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მაყურებელიც პასუხის მოლოდინშია.