“ტიტუშკა “არმანის” ქუთუკით – ვინ ამოიცვნეს მოძალადეში?

2 weeks ago 10

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან” ხელისუფლების ოპონენტების დარბევას “საბჭოთა რეპრესიებად” აფასებს და ამბობს, რომ ამ პროცესში გლდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, მირიან ქავთარაძე მონაწილეობდა.

“მოხდა მობილიზება ტიტუშკების, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანების და მოხდა თავდასხმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. ერთ-ერთმა თანამებრძოლმა როდესაც ჩამოხსნა ნიღაბი მოძალადე ტიტუშკას, რომელიც “არმანის” ქუთუკით იყო და ნიშანიც კი არ ჰქონდა პოლიციისა, აღმოჩნდა გლდანის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, მირიან ქავთარაძე. ამ პროცესში დააკავეს ზურა დათუნაშვილი. მძიმედ არის, სასტიკადაა ნაცემი საბა სხვიტარიძე.

საბჭოთა რეპრესიები დაიწყო ე.წ. ხელისუფლებამ ომონის ჩართულობით. დააკავა ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი ნიკა გვარამია მხოლოდ იმიტომ, რომ როგორც იურისტი უნდოდა რომ ჩხრეკას დასწრებოდა, ამის უფლება მას ჰქონდა. ალეკო ელისაშვილის დაკავება იყო წინასწარ ჩაფიქრებული და ოპოზიციური პარტიების შეკრების შემდეგ მას უბრალოდ თავი უკრეს იზოლატორში და ფიზიკურად გაუსწორდნენ”, – ამბობს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, სასტუმრო „ქორთიად მარიოტთან“, სადაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა მიმდინარეობდა, ე.წ. ტიტუშკები მოაბილიზეს, რომლებიც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. პოლიციამ ზურა დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დააკავა.

სრულად წაკითხვა