5
ფოტო – ტვ პირველი
ორი “ტიტუშკა”, ვინც, აქციის მონაწილეებს მკვლელობით ემუქრებოდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
ბრალდების მხარე გიგა შუბითიძისა და აკაკი ფჩხაურის წინააღმდეგ 3 000 ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ტიტუშკებს 2 000 – 2 000 ლარიანი გირას გადახდა დაავალა.
შეგახსენებთ, წინა კვირას, ორი ნიღბიანი რომელიც მეტროში, ჯერ აქციის მონაწილეების მკვლელობის გეგმაზე საუბრობდა, შემდეგ კი თავს არასრულწლოვანს დაესხა და მოკვლით ემუქრებოდა, ხალხის პროტესტის შემდეგ დააკავეს, თუმცა ირკვევა, რომ მხოლოდ რამდენიმე საათით და შემდეგ ისევ სახლში გაუშვეს, დღეს კი ისინი სასამართლოში მივიდნენ და იქიდანაც გაუშვეს.
წყარო – ტვ პირველი