ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება

2 weeks ago 15

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი 7 დეკემბერს მიემგზავრება საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც დაესწრება ხანძრის შემდეგ აღდგენილი ღვთისმშობლის ტაძრის, ნოტრ-დამის გახსნას. ამის შესახებ დღეს, 3 დეკემბერს თავად ტრამპმა დაწერა სოციალურ ქსელ Truth-ში.

დონალ ტრამპის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად შესანიშნავი სამუშაო გასწია და მისი გახსნა ყველასთვის განსაკუთრებული დღე იქნება.

საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ტრამპი ეწვევა 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვების შემდეგ. მისი ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება.

პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, იუნესკოს მიერ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ღვთისმშობლის ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა 2019 წლის აპრილში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ჩამოინგრა ტაძრის შპილი, საათი და სახურავის ნაწილი. ტაძრის აღდგენა ხუთ წელს გაგრძელდა.

სრულად წაკითხვა