ყაველაშვილმა ერთკანდიდატიან “არჩევნებში” 224 ხმა მიიღო – “არჩევნებში” მონაწილეობა სულ 225-მა ხმოსანმა მიიღო. ბათილად გამოცხადდა ადა მარშანიას ბიულეტენი, რომელმაც ყაველაშვილს ხმა არ მისცა და ივანიშვილს არჩევანი დაუწუნა.
არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნები დილის 9 საათიდან დაიწყო და 14 საათზე დასრულდა.
თავად ყაველაშვილი საკანონმდებლო ორგანოში დღეს არ გამოჩენილა.
ფოტო:პუბლიკა