უზომოდ ვღელავ… ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში – ქეთი მელუა

1 week ago 4

მომ­ღე­რა­ლი ქეთი მე­ლუა “ინ­სტაგ­რამ­ზე” სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ეხმაურება და წერს, რომ ძალიან ღელავს პროცესების გამო და ზუსტად ესმის, “რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში.“

მართალია მე დიდი ხანია საქართველოდან წამოსული ვარ. მაგრამ ამას ვწერ გულით. უზომოდ ვღელავ ახლანდელ სიტუაციაზე საქართველოში, ყოველ დილას ვუყურებ ახალ ამბებს და სოციალურ ქსელებს. ზუსტად მესმის, რატომ უნდა ქართველ ხალხს ევროპაში. ევროპის პრინციპები ახმოვანებს ადამიანის თავისუფლებას და ერთი ადამიანის მეორე ადამიანის მიმართ პატივისცემას. ვინც არ უნდა იყოს იგი. ეს პრინციპები ჩემთვის იდენტურია ქართულ კულტურასთან. მე სულ ვხედავდი ამ პრინციპების განხორციელებას საქართველოში, ურთიერთობა მეზობლის შორის, მეგობრის შორის და სხვა და სხვა რელიგიის ადამიანების შორის“, – წერს მუსიკოსი და მომღერალი, ქეთი მელუა სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა