ლონდონის ჩელსიმ უილიან ესტევაო ბრაზილიის ჩემპიონატიდან გაიფორმა და ფეხბურთელმა სამომავლო კლუბზე რამდენიმე კომენტარი გააკეთა.
ჩემი საყვარელი სათამაშო პოზიცია 10-იანია, როდესაც სიღრმიდან მოქმედებ, თუმცა თამაში ფლანგიდანაც შემიძლია, რადგან ყველა პოზიციაზე კომფორტულად ვარ.
თუ ახალ კლუბში ისევე მომცემენ 41-ნომრიან მაისურს, როგორც ეს ახლა პალმეირასშია, ძალიან გამიხარდება.
- თქვა ესტევაომ.
ლონდონის ჩელსიმ ბრაზილიურ პალმეირასს ესტევაოს სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაუხადა. ის მხოლოდ 17 წლის გახლავთ.