უკვე დასრულებულია გლდანისა და ნახალოვკის „საძმოების“ ორგანიზება, „ზონდერებიც“ საკმაო ჰყავთ და მეთაურებიც… წყარო შსს-ს მაღალჩინოსანია – ლევან ჯავახიშვილი

6 days ago 6

3

ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი:

,,ხელისუფლება ხალხის დასაშინებლად, უბნების მიხედვით, „ზონდერ–ჯგუფების“ შექმნას აპირებს. 90–იანი წლების „საძმოების“ სტრუქტურის მიხედვით–რამდენიმე ათეული კაცი და ერთი მეთაური. ეს ხალხი ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებთან ჩაუსაფრდებიან და სცემენ ტელევიზიის ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ბლოგერებს, სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებს პოლიტიკოსებს, ახალგაზრდული აქციების ორგანიზატორებად მიჩნეულ პირებს (ორგანიზატორები დღემდე ვერ დაადგინეს და ვინც მიაჩნიათ, იმათ), პროტესტანტ ცნობად სახეებს სახელოვნებო, სამედიცინო, ბიზნეს და სხვა წრეებიდან. ცემა იქნება სასტიკი და სხვისთვის ჭკუის სასწავლებელი–გააპროტესტებს? შენც იგივე დაგემართება.
უკვე დასრულებულია გლდანის და ნახალოვკის „საძმოების“ ორგანიზება, „ზონდერებიც“ საკმაო ჰყავთ და მეთაურებიც. გლდანის „საძმოს“ უხელმძღვანელებს ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“, ხოლო მთაწმინდის „საძმოს“ უმეთაურებს ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ბუბუკა“, გიორგი ლალიაშვილი. საით მივდივართ, ახლა მაინც ხვდებით ზოგიერთები?
წყარო–შსს–ს მაღალჩინოსანი.”

სრულად წაკითხვა