უკრაინაში საომრად მოტყუებით ახდენენ იემენელთა რუსეთის არმიაში გადაბირებას-"დოიჩე ველე"

2 weeks ago 8

ახალგაზრდა იემენელებს სამუშაოზე მოწყობის ცრუ დაპირებით იტყუებენ რუსეთში, შემდეგ კი უკრაინაში საომრად წასვლას აიძულებენ. ამის შესახებ გერმანული "დოიჩე ველე" წერს იემენელთა ნათესავებსა და უფლებადამცველებზე დაყრდნობით.

იემენის ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ მის მეგობარს, რომელიც ფრონტზე მოხდა, სხვა იემენელების მსგავსად კავშირის ყველა საშუალება გადაუჭრეს.

იგი შედიოდა 24 კაციან ჯგუფში, რომლის ყველა წევრი ქალაქებში სანასა და ტაიზში გადაიბირეს. გადაბირებას ახდენდა ჰუთებთან დაკავშირებული საერთაშორისო ქსელი. ამის შესახებ საუბრობენ, როგორც იემენელები, ისე ჟენევაში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია "სამი".

ორგანიზაციის თანახმად ახალგაზრდებს მაღაროებში სამუშაოდ მოწყობას და 10 ათას დოლარიან ხელფასს ჰპირდებიან, მაგრამ რუსეთში ჩასვლის შემდეგ მათ ფრონტზე გზავნიან.

ორგანიზაციის თანახმად ახალგაზრდებს მაღაროებში სამუშაოდ მოწყობას და 10 ათას დოლარიან ხელფასს ჰპირდებიან, მაგრამ რუსეთში ჩასვლის შემდეგ მათ ფრონტზე გზავნიან. კონტრაქტები, რომლებსაც ისინი ხელს აწერენ, ხშირად არ არის გადათარგმნილი, ამიტომ იემენელები კარგად ვერ იგებენ დოკუმენტის შინაარსს.

ორგანიზაცია "სამის" შეფასებით, გადაბირებულ იემენელთა რაოდენობა 500-700-კაცს უნდა შეადგენდეს.

გადაბირების პროცესში, მონაწილეობს ვინმე დმიტრი, რომლის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა. ის უნდა მუშაობდეს ომანში რუსეთის საკონსულოში და როგორც ამტკიცებენ, ჰუთების ორგანიზაცია ალ-ჯაფრის ოფისში რუსეთის მხარეს წარმოადგენს.

უფრო ადრე იემენელთა გადაბირების შესახებ ზაფხულში გამოცემა "ფაინენშელ თაიმსიც" წერდა.

სრულად წაკითხვა