უკრაინის პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სანქცირების გეგმაზე საუბრობს

2 weeks ago 9
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 23 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს, ფოტო: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს, სანქციები დაუწესოს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც „ქვეყანას რუსეთზე აშკარა დამოკიდებულებისკენ უბიძგებს“.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, „არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მხოლოდ ჩვენი რეგიონის პრობლემა“. მისი თქმით, „უბრალოდ სამარცხვინოა, რასაც ისინი საკუთარ ხალხს უკეთებენ. და როცა მოსკოვი საქართველოში ამ ხელისუფლებას აქებს, აშკარად ჩანს, ვისთვის მუშაობენ თბილისში და ვისთვის არბევენ საპროტესტო აქციებს. ნამდვილად არა საქართველოსთვის“.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ამზადებს სამართლებრივ პასუხს და მუშაობს ევროპელებთან და სხვა პარტნიორებთან კონკრეტულ ზომებზე“ და რომ მან უკვე გასცა ბრძანება „შესაბამისი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადებაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა