უკრაინული FEMEN-ის აქტივისტებმა ჟენევაში, გაეროს შენობასთან საპროტესტო აქციაზე ძეგლი დააზიანეს

1 week ago 9

უკრაინული მოძრაობის FEMEN-ის აქტივისტებმა 13 დეკემბერს აქცია გამართეს ჟენევაში, ერთა სასახლის - გაეროს ევროპული შტაბ-ბინის წინ. აქტივისტები ჯაჭვური ხერხით დააზიანეს 12 მეტიანი სკულპტურა - მემორიალი - „გატეხილი სკამი“, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების მიმართ წინააღმდეგობის სიმბოლოა. აქციის მონაწილეებს, რომლებიც წელს ზემოთ შიშველი იყვნენ, ზურგზე ეწერათ „უარი ნაღმებს.“ ხოლო მკერდზე - შეურაცხმყოფელი წარწერები რუსეთისა და გაეროს მისამართით.

აქცია წარმოადგენდა პროტესტს უკრაინის ომში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, ასევე ომის და იმის მიმართ პროტესტს, რომ გაერო, მონაწილეების თანახმად, ვერ ახერხებს კონფლიქტის შეჩერებას.

"გაერო შეიქმნა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მისი წარუმატებლობა აგრესორის შეჩერებაში მხოლოდ აღრმავებს ტრაგედიას", - ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.

"უკრაინა გახდა ღალატისა და სამხედრო აგრესიის მსხვერპლი და მსოფლიო ვერ მოეფარება ძეგლებს და ვერ იქნება გულგრილი, როგორ გვანადგურებენ“.

მონაწილეებმა ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვეს. სულ მცირე სამი მათგანი - ორი აქტივისტი და მათი მხარდასაჭერად მისული კოლეგა - პოლიციამ დააკავა, იტყობინება Associated Press-ი.

მოძრაობა FEMEN-ი დაარსდა კიეველი ფემინისტების მიერ 2008 წელს. მათ სახელი გაითქვეს ეპატაჟური გამოსვლებით, რომელთა დროსაც მონაწილეები წელს ზემოთ შიშველი არიან. აქტივისტები ქალთა უფლებებს - ზოგადად ადამიანის უფლებების, დაცვას მოითხოვენ. ისინი არაერთხელ შეერთებიან პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს რუსეთში, ბელორუსიასა და ახლო აღმოსავლეთში, გამოდიტან უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ.

სრულად წაკითხვა