WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, “სლავნეფტ-იანოსზე”, მიიტანეს იერიში. თავდასხმის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

გამოცემა Astra-ს ინფორმაციით, თვითმხილველების მიერ გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებში სულ მცირე შვიდი ხანძრის კერა ჩანს, მათ შორის ხუთი დიდი და ორი შედარებით მცირე.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრააევის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, საწარმოს ორი თანამშრომელი კი ნამსხვრევებით დაიჭრა.

მისივე თქმით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა რამდენიმე მრავალბინიან და კერძო საცხოვრებელ სახლს ფანჯრები ჩაულეწა, ასევე დაზიანდა ავტომობილები.

“სლავნეფტ-იანოსი” რუსეთის სიდიდით მეხუთე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. საწარმოს ყოველწლიურად 15 მილიონ ტონამდე ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების თავდასხმის სამიზნე არაერთხელ გამხდარა.