„უმორჩილესად გთხოვთ, დანიშნოთ არჩევნები“ – ზურა კობეშავიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილს

2 weeks ago 13

„უმორჩილესად გთხოვთ, დანიშნოთ არჩევნები“ - ზურა კობეშავიძის მიმართვა ბიძინა ივანიშვილსმომღერალი ზურა კობეშავიძე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, რომ ახალი არჩევნები დანიშნოს:

-მოგესალმებით, ბატონო ბიძინა, დიდი მოკრძალებით. პირადად თქვენ მინდა, მოგმართოთ. მე ერთი უბრალო ადამიანი გახლავართ, ხელოვნების წარმომადგენელი. რასაც ვუყურებ ტელევიზიით, ეს არის დიდი ტრაგედია, ბარიკადის იქით და აქეთ დგანან ჩვენი შვილები, ძმისშვილები, ბიძაშვილები და ვუყუროთ ჩვენ ამას, როგორ ხოცავენ ერთმანეთს? ამის ყურება აუტანელია უკვე. თქვენ გაგაჩნიათ ავტორიტეტი, ძალა, რესურსი და ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, დანიშნოთ ხელახალი არჩევნები. დადგეთ ხალხის მხარეს, იმ ხალხის მხარეს, რომელიც 2012 წელს დაგიდგათ გვერდით და ერთად გაიმარჯვეთ. მარტო „ოცნება“ ვერ გაიმარჯვებდით. დადექით ხალხის მხარეს, დანიშნეთ ხელახალი არჩევნები და შევწყვიტოთ ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრის შვილებს შორის სისხლისღვრა, არ აქვს მნიშვნელობა, სამთავრობოა თუ ოპოზიცია, ისინი ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. უმორჩილესად გთხოვთ, დადექით ხალხის მხარეს, – ამბობს ვიდეომიმართვაში მომღერალი.

სრულად წაკითხვა