უნგრეთის სპეცსამსახურები ბუდაპეშტში მყოფ ევროკავშირის წარმომადგენლებს უთვალთვალებდნენ, ჩხრეკდნენ მათ სასტუმროს ნომრებს და უსმენდნენ სატელეფონო საუბრებს. ასეთ დასკვნამდე მივიდა გამოძიება, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს ბელგიური გაზეთის De tijd-ისა და უნგრეთის საგამოძიებო ცენტრ Direkt36-ის ჟურნალისტებმა.
გამომძიებელ ჟურნალისტთა მტკიცებით, უნგრეთის საინფორმაციო ბიურო, საგარეო დაზვერვის ანალოგი, უთვალთვალებდა ევროკავშირის თაღლითობასთან ბრძოლის სააგენტომ, OLAF-ის თანამშრომლებს, რომლებიც 2015-2017 წლებში მივლინებით იმყოფებოდნენ უნგრეთში,
ევროპული საგამოძიებო ორგანიზაციის თანამშრომლები მაშინ დაინტერესებული იყვნენ უნგრეთის კომპანია Elios-ით, რომლის მფლობელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის სიძე, იშტვან ტიბორჩია. Elios-ი იღებს სახელმწიფო შეკვეთებს საქალაქო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად, რაც მოიცავს ქალაქის განათებას და ტრანსპორტსაც. OLAF-ის თანახმად, კონტრაქტებში, რომელიც კორუფციული სქემებითა და მეთოდებით უნდა ყოფილიყო მოპოვებული, ძალიან იყო გაზრდილი ფასები. 2018 წელს OLAF-მა რეკომენდაციას მისცა ევროკავშირს, რათა მოეთხოვა უნგრეთისგან ბუდაპეშტის მეტროს განვითარებისთვის ევროკავშირისგან მიღებული 283 მილიონი ევროს სუბსიდიის უკან დაბრუნება, რადგან უნგრულ კონტრაქტებში ფულის ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის ნიშნები აღმოჩნდა.
გამოცემა Politico-მ უნგრეთის ხელისუფლებას მიმართა გამოძიებაში ნახსენები დასკვნების კომენტარი.
მაგრამ ვიქტორ ორბანის პრესმდივანმა ბერტალან ჰავაშიმ "პოლიტიკოს" განუცხადა, რომ ის "არ აკეთებს კომენტარს ყალბ ამბებზე."